weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ახალგაზრდებს HighTech ერაშიც შეუძლიათ უშუალობა შეინარჩუნონ – „ოცნების“ დეპუტატი ბერაზე

10:46 ოთხშაბათი, 10 მარტი 2021

„ქართული ოცნების“ დეპუტატი თამარ ტალიაშვილი ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ბერა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა.

„ბევრი წუხს, ახალი ტექნოლოგიები ახალგაზრდებში ადამიანურ გრძნობებს აუხეშებს, ემოციურ ინტელექტს აქვეითებსო.

ნახეთ ეს ინტერვიუ და დარწმუნდებით, რომ ახალგაზრდებს HighTech ერაშიც შეუძლიათ შეინარჩუნონ უშუალობა, გულწრფელობა, ადამიანურობა, მიუხედავად უზარმაზარი წნეხისა და პროვოკაციებისა.

და მაინც კვლავ გაგვახსენდა რეპრესიული, შფოთით სავსე წარსული. ის ვინც საკუთარ საუკეთესო მიღწევებსა და წარმატების ზენიტს რეჟიმის 9 წელიწადს უკავშირებს, ბუნებრივია, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად იმ წარსულის პრიზმიდან მსჯელობს, მოქმედებს და გეგმავს პოლიტიკურ სვლებს. ასეთ გარემოცვაში წარსულის შლეიფი გრძელი, მძიმე და შემაფერხებელია... ხალხს კი ევროპისკენ სვლა ჩქარი ნაბიჯებით სურს...“, – წერს დეპუტატი სოციალურ ქსელში.

ბერა ივანიშვილი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მიიწვიეს. მისი თქმით, სატელეფონო საუბრებს, რომლის ფარული აუდიოჩანაწერები ტელეკომპანია „პირველმა“ 6 მარტს გამოაქვეყნა და სადაც მის გარდა ირაკლი ღარიბაშვილიც ფიგურირებს, 2011 წელს ჰქონდა ადგილი, როდესაც ის 15-16 წლის იყო. შეკითხვაზე, ავთენტურია თუ არა ჩანაწერი, მან უპასუხა, რომ ამ საკითხზე კამათსაც არ დაიწყებს, რადგან დღესაც იგივე პოზიციაზეა.

„იყო თუ არა ავთენტური, დაამონტაჟეს თუ არა - ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მე დღესაც აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვდგავარ. პირდაპირ ვიტყვი, რომ მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია, მე ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც. მანახეთ ქართველი კაცი, რომელიც ამ საკითხზე სხვანაირად ფიქრობს. ერთი ვაჟკაცი, ერთი ქართველი კაცი მანახეთ, ვინც ამ საკითხზე სხვა აზრისაა“, – განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]